ჩერის ჩირი

20 დეკ 2019 |

თუ იტალიური სამზარეულო გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვის დამიწერია. ჩერი პიმიდვრის ჩირი, რომელიც ზეითუნის ზეთში ინახება, იდეალური წასახემსებელია. უხდება სალათებს, სენდვიჩებს, ტოსტებს, და რაც მთავარია დიდ ხანს ინახება მაცივარში ან გრილს ადგილას. თუ სახლში დაღლილი მისული აღმოაჩენთ, რომ სადილი არ არის ჩერი პომიდვრის ჩირი საუკეთესო და მარტივი გამოსავალია.

ინგრედიენტები

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 80-100 გრადუსზე. თუნუქის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაალაგეთ შუაზე გაჭრილი პომიდვრები. შემდეგ მოაყარეთ ქმელი ქონდარი და ორეგანი. ასევე მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. შედგით ღუმელში 4-5 საათით. თუ ზაფხულში გადაწყვეტთ მის მომზადებას შეგიძლიათ ღუმელის ნაცვლად პომიდორი მზეზე გააშროთ. ან თუ გაქვთ იდეალურია ჩირის მოსამზადებელი აპარატი.ბოლოს გამომშრალი პომიდვრები უნდა მოათავსოთ ქილაში, თითო ქილაში ჩაადეთ 1 კბილი დაჭრილი ნიორი და დაფნის ერთი ფოთოლი. ქილის 3/4 უნდა იყოს პომიდორი, ხოლო დაახლოებით 1/4 ზეითუნის ზეთი. შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.