ჩიას პუდინგი მარწყვით

12 მაი 2020 |

ჩიას პუდინგს ვეძახი დილის ბედნიერებას! როდესაც წინა დღეს გამზადებული ჩიას პუდინგი მელოდება მაცივარში, საწოლიდან ადგომა არასდროს მეზარება :) გარდა იმისა, რომ უგემრიელესი საუზმე /დესერტია, ჩიას თესლი პირველ რიგში ანტიოქსიდანტების წყაროა, სავსეა მინერალებით და ვიტამინებით. თუმცა გაითვალისწინეთ, მისი დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდირებული არ არის.

ინგრედიენტები

მომზადება

პატარა ზომის კონტეინერი ჩაყარეთ ჩიას თესლი და მოასხით ქოქოსის რძე. სასრუველია მთელი ღამე თუ გააჩერებთ, რადგან ჩია უფრო კარგად აფუვდება.

სერვირების ჭიქაში პირველი ფენა მოაყარეთ გრანოლა, შემდეგ დაჭრილი მარწყვი და ამის შემდეგ ჩიას პუდინგი. რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. ჩიას პუდინგზე თხლად მოაბნიეთ კვლავ გრანოლა და ,,ტოპინგათ" გამოიყენეთ ნაღების კრემი. მოაყარეთ მარწყვი ან სასურველი კენკრა. სურვილისამებრ მოასხით ნეკერჩხლის სიროფი.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.