დიეტური ნაყინი
თუ თქვენთვის ზაფხულის მოსვლა ჩემსავით ნაყინთან ასოცირდება და უბრალოდ თავს ვერ შველით რომ ზედმეტი დოზა არ მოგივიდეთ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა! რადგან ყველამ ვიცით, რომ ნაყინი საკმაოდ კალორიული სიამოვნებაა. ამიტომ გთავაზობთ ამ უგემრიელესი დესერტის დიეტურ ვერსიას. იმედია მოგეწონებათ :*
ინგრედიენტები
მომზადება
დიეტური ნაყინის მომზადებას საერთოდ არ ჭირდება დიდი ძალისხმევა. უბრალოდ წინა ღამით გაყინეთ მარწყვი და ბანანი (შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კენკრა, განსაკუთრებით მოუხდება ჟოლო. ახლა არ არის შემოსული, თორემ აუცილებლად გამოვიყენებდი) ხოლო დანარჩენი ინგრედიენტები შეინახეთ მაცივარში. დილით კი რძეც და მაწონიც საყინულეში შედგით, ანუ გაკეთებამდე 1-2 საათით ადრე.
თუ ნაყინის ფორმებს ვერ მოიძებთ, შეგიძლიათ პლასტმასის ან ლითონის ჯამში მოათავსოთ მასა და ისე შედგათ საყინულეში.
მომზადების წესი უმარტივესია - უბრალოდ მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთად ჩოპერში და 15 წამის განმავლობაში აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ, მიღებული მასა მოათავსეთ ჭურჭელში და შედგით საყინულეში. მაქსიმუმ 2 საათში ნაყინი მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!