ფალაფელი

19 ოქტ 2019 |

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების პოპულარული კერძი ფალაფელი უკვე food4.ge-ზეა! მათ, ვისაც გიყვართ ჰუმუსი, ეს კერძი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. ფალაფელი მუხუდოს, სუნელების და მწვანილების მიქსია, რომელიც მარტივად და სწრაფად მზადდება. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ იცით ფალაფელის გემო, მიყევით რეცეპტს და მოამზადეთ ჩვენთან ერთად!

ინგრედიენტები

ტაჰინის სოუსი

მომზადება

კერძის მომზადების დროს მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ფალაფელისთვის აუცილებლად წყალში დარბილებული მუხუდო უნდა გამოიყენოთ(12 საათი), არა კონსერვის. ბლენდერში მოათავსეთ მუხუდო, მწვანილები, ხახვი, ნიორი და რამდენიმე წამი დააბლენდერეთ. ამის შემეგ მთლიანი მასა გადაიტანეთ ჯამში და შეურიეთ ფქვილი და სოდა. ფალაფელის ,,ცომი" მოათავსეთ ცოტა ხანი მაცივარში (30-60 წუთი). გაციების შემდეგ ამოიღეთ ბურთები კოვზით, ან ხელით.

რაც შეეხება ფალაფელის მომზადებას:

1.შეგიძლიათ შეწვათ  ღრმა ტაფაში დიდი რაოდენობის ზეთში 1-2 წუთი(deep fried),

2. საშუალო ცეცხლზე გახურებულ ტაფაზე მოასხით მცენარეული ზეთი და შეწვით.

3. ან ღუმელში 200 გრადუსზე გააჩერეთ 25-30 წუთი.

ფალაფელს უხდება ტაჰინის სოუსი, რომლის მოსამზადებლადაც მხოლოდ ინგრედიენტების ბლენერში კარგად შერევაა საკმარისი.

ფალაფელი შეგიძლიათ მიირთვათ პიტა პურთან, სენდვიჩებში, ან უმ ბოსტნეულთან ერთად. არჩევანი თქვენზეა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.