გამომცხვარი ბოლოკის სალათა
აღმოჩნდა, რომ ჩემს გარშემო უამრავი ადამიანია, ვისაც ბოლოკი არ უყვარს. მე ბოლოკს ყოველთვის უმად ვჭამ, მწვანილთან და სხვა ბოსტნეულთან ერთად, მაგრამ დღეს გადავწყვიტე უმარტივესი გზა გასწავლოთ, როგორ შეიძლება მიიღთ ბოლოკი არა უმად, არამედ გამომცხვარი. იქნებ ასე მაინც შეგიყვარდეთ ეს ბოსტნეული. ხოლო ვისაც გიყვართ, კიდევ ერთ მეთოდს ისწავლით და გაამრავალფეროვნებთ თქვენს რაციონს
ინგრედიენტები
მომზადება
გათალეთ და დაჭერით ოთხად ბოლოკი. მოათავსეთ თასში, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ბოლოს წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი. შედგით გაზქურაში 200 გრადუსზე დაახლოებით 20 -30 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ ბოლოკთან ერთად მოათავსოთ სხვა თქვენი საყვარელი ბოსტნეული. მე მიყვარს სტაფილო. 20 წუთში კერძი უკვე მზადაა. ეს იქნება შესანიშნავი სწრაფად წასახემსებელი ან სადილის მეორეხერისხოვანი (side) კერძი.