გამომცხვარი თევზი ნივრით და კარაქით

21 მარ 2020 |

რატომ გთავაზობთ უფრო და უფრო მეტ თევზეულს? ეს იმიტომ, რომ ვირუსების დროს, განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს რაციონს. თევზი კი დ ვიტამინის ძლიერი წყაროა, ასე რომ მოამზადეთ ეს მარტივი სადილი და მიიღეთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი კერძი.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში გაახურეთ გაზქურა 200 გრადუსზე.

დადგით პატარა ტაფა ძალიან დაბა ცეცხლზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ მთლიანი კბილი ნივრები. მოთუშეთ 20-25 წუთი.

მოათავსეთ გაზქურაში გამოსაცხობ ჭურჭელზე თევზის ფილე. ამ რეცეპტისთვის მე გამოვიყენე ზღვის ბასი, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კალმახიც ან ნებისმიერი სხვა თევზი.

მოასხით ოდნავ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი (ორივე მხარეს) ზედაპირზე დაადეთ ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული კარაქი (რომელსაც ხელით გასრესთ და ისე დაადებთ თევზს) ასევე გასრისეთ პატარა ჯამში ნიორი და დაადეთ ზემოდან კარაზს. გარშემო მოასხით თეთრი ღვინო და შედგით გაზქურაში 10 წუთით.

გამოიღეთ და მოასხით ლიმონის წვენი.

მიირთვით გემრიელად!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.