გაზაფხულის როლები Spring Rolls

21 მაი 2020 |

Spring Rolls საკმარისად დაფასებული არ არის საქართველოში. არადა, უმარტივესი და ძალიან მსუბუქი გაზაფხულის/ზაფხულის კერძია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩართოთ ფანტაზია და ისე ააწყოთ, როგორც თქვენს გულს გაეხარდება. მე ჩემს ვერსიაზე მოგიყვებით, იმედია მოგეწონებათ :)

ინგრედიენტები

როლები

სოუსი

მომზადება

თავიდანვე მიგასწავლით სად შეიძლება შეიძინოთ ბრინჯის ფურცლები, ბრინჯის ნუდლსი და თევზის სოუსი - კარფურში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად ნახავთ.


პირველ რიგში, ბრინჯის ნუდლსს ვასხამთ ადუღებულ წყალს და გადავდგამთ გვერდით.

ცალკე, ფართე თასში, ვასხამთ ადუღებულ წყალს და გადავდგამთ გვერდით. გვინდა, რომ წყალი ოდნავ გაგრილდეს, რადგან ბრინჯის ფურცლების ჩადებისას ხელი არ დავიფუფქოთ :)

ქათმის ფილეს ვჭრით გრძელ წვრილ ნაჭრებად. დაახლოებით ისე, როგორც სტაფილოს, კიტრს და ბულგარულ წიწაკას.


სოუსის მომზადება:

წვრილად ვჭრით ნიორს, ვჭრით წითელ წიწაკას, პატარა ჯამში ვყრით შაქარს+წყალი, დაბალ ცეცხლზე ვადნობთ შაქარს წყალში. ვამატებთ ნიორს, წიწაკას, თევზის სოუსს, ვაწურავთ ლაიმს/ლიმონს და 2 წუთში ვამატებთ ცალკე 2 ს/კ წყალში გახსნილ სიმინდის სახამებელს. ვურევთ 3-4 წუთი, სანამ მასა ოდნავ არ გასქელდება. შემდეგ საცერში გავატარებთ და ჩავუშვებთ პატარა თასში. ზემოდან მოვაყრით წიწაკის დაღერღილ ფანტელებს და დავდებთ სერვირების თეფშზე.


როგორ მზადდება Spring Rolls:


სამზარეულოს ნაჭერს ვასველებთ ცხელ წყალში, კარგად ვწურავთ და ვდებთ მაგიდაზე.

ადუღებულ წყალში, რომელიც ოდნავ გაგრილდა, ჩავდებთ ბრინჯის ფურცელს და ხელით 5 წამში ერთხელ ვატრიალებთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ადვილად ამოვიღოთ წყლიდან. ხელი რომ გავუშვათ და დავტოვოთ 30 წამი წყალში, შესაძლოა ძირზე დაეკრას და ამოღებისას გაგვეხეს.

ფურცელს გავშლით ნაჭერზე და ზემოდან ვაწყობთ ყველა ინგრედიენტს: ბრინჯის ნუდლსი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, კიტრი, ქათმის ფილე, სალათის ფურცლები, ნახევარი ფოთოლი პიტნა, ნახევარი ფოთოლი ბაზილიკი, 1-2 ფოთოლი ქინძი, ნახევარი ღერი მწვანე ხახვი. სურვილისამებრ, მოასხით ლიმონის რამდენიმე წვეთი და ნაზად გაახვიეთ ფურცელში.


ასე გავაგრძელებთ ბოლომდე.

პ.ს. კარფურის ბრინჯის ფურცლების შეკვრაში 12 ცალია.


გადაიტანეთ როლები სერვირების თეფშზე და მიირთვით სოუსთან ერთად <3


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.