ღუმელში შემწვარი ქათამი ნივრით და როზმარინით

თიკო კოხრეიძის და რეზო ქვაჭრელიშვილის რეცეპტი

05 ნოე 2019 |

ალბათ, რთულია იპოვო ადამიანი, რომელიც არ არის ვეგეტარიანელი/ვეგანი და არ უყვარს შემწვარი ქათამი. თუმცა, თუკი ასეც ხდება, ეს პოსტი ეძღვნება ამ ადამიანებსაც, რადგან ამ რეცეპტის მიხედვით შებრაწულ ქათამს სულ სხვა გემოაქვს. როზმარინის და ნივრის სურნელები ისე ერწყმის ქათმის ხორცის ერთგვაროვან გემოს, რომ მისი ჭამის დროს, შეუძლებელია არ მოჯადოვდეთ არომატების სიმდიდრით და ინტენსიურობით. რაც შეეხება შეწვის ხერხს: ეს არის ეგრეთ წოდებული ,,პეპლის ფორმის'' (butterflied) შემწვარი ქათამი როცა ქათამს ვაცლით ხერხემლის ძვალს და ვაბრტყელებთ თუჯის ტაფაზე ღუმელში შესაწვავად. (უფრო დაწვრილებით ამ ხერხის შესახებ იხილეთ ქვემოთ რეცეპტში)

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში მოიმარჯვეთ დანა ან ხორცის მაკრატელი, თუჯის ტაფა და საჭრელი დაფა.

დააყენეთ ღუმელი 260 გრადუსზე და თავიდანვე, სანამ ამ ტემპერატურაზე გახურდება, მოათავსეთ მასში ცარიელი ტაფა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თუჯის. ეს ტაფა უნდა დარჩეს ღუმელში ზუსტად 30 წუთის განმავლობაში.

ამასობაში დაამუშავეთ ქათამი, რომელიც უნდა მოათავსოთ საჭრელ დაფაზე. ხელით იპოვეთ ხერხემლის თავი და ნელ-ნელა დანით ან ხორცის საჭრელი მაკრატლით ჩაჭერით მთელს სიგრძეზე ორივე მხარეს, ისე, რომ მხოლოდ ხერხემალი ამოაჭრათ ქათამს. ამის შემდეგ მოათავსეთ ქათამი მკერდით ზემოთ და დააწექით მას ხელისგულით ისე, რომ ბოლომდე გაბრტყელდეს. გაფრთხილება: ამ ეტაპს თან ახლავს ძვლების ტკაცუნის ხმა.

















წაუსვით ზეითუნის ზეთი ორივე მხრიდან. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.


ამასობაში, თუ უკვე გავიდა 30 წუთი, გამოიღეთ ტაფა ღუმელიდან, ჩამოწიეთ ღემელის ტემპერატურა 230 გრადუსზე, ქათამი-პეპელა (ნება გვიბოძეთ, ასე ვუწოდოთ მას) მოათავსეთ მკერდით ტაფის ზედაპირზე და შედგით ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

სანამ ქათამი ღუმელშია, მოამზადეთ ნივრის და როზმარინის ნაზავი: წვრილად დაჭერით ნიორი, როზმარინი და აურიეთ ზეითუნის ზეთში.


40 წუთის შემდეგ გამოიღეთ ქათამი ღუმელიდან, რომელიც სასურველია თერმომეტრით გასინჯოთ არის თუ არა შემწვარი. თუმცა, 40 წუთი, როგორც წესი საკმარისია საშუალო ზომის ქათმის შესაწვავად. თანაც ,,პეპლის ფორმა'' აჩქარებს შეწვის პროცესს.

















ბოლოს, გადაატრიალეთ ქათამი მეორე მხარეს და ზემოდან წაუსვით ნივრის,

როზმარინის და ზეითუნის მასა. დააბრუნეთ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთი, სანამ დაიბრაწება.




მიირთვით თქვენს საყვარელ ბოსტნეულთან ერთად. ასევე, დარჩენილი ქათამი მეორე ან მესამე დღეს შეგიძლიათ დაანაწევროთ და გამოიყენოთ, მაგალითად, სენდვიჩისთვის ან ქათმის სალათისთვის. ყევლაფერი დამოკიდებულია თქვენს კულინარიულ ფანტაზიაზე. გაამოთ!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.