გუმბაო

22 იან 2020 |

და დადგა დრო შევეხოთ აზიურ სამზარეულოს! პირველი აზიური კერძის გემო ჩემთვის, და ალბათ უმეტესობა თქვენგანისთვის, ჩინურ სამზარეულოსთან ასოცირდება და განსაკუთებით უნდა ავღნიშნო - გუმბაო. თბილისში მე და ჩემი მეგობრები სპეციალურად გუმბაოსთვის მივდიოდით ჩინურ რესტორანში და ეს იყო მთელი რიტუალი და სიამოვნების პიკი. სიმართელე რომ გითხრათ, საქართველოში ისეთი გემრიელი ჩინური კერძები მზადდება, რომ მსგავსი ამერიკაში ვერ ვიპოვნე. ასე რომ, გადავწყვიტე ბავშვობის გემო მე თვითონ დამებრუნებინა და სახლში მოვამზადე გუმბაო, და სხვათაშორის მოლოდინს გადააჭარბა.

პ.ს. ამ რეცეპტს ვუძღვნი თაშო პარკაიას, ვისთან ერთადაც ხშირად დავდიოდი ჩინურ რესტორანში და სწორედ მან გამახსენა ეს უგემრიელესი კერძი. თაშო, ახლა შენი დროა!

ინგრედიენტები

გუმბაოს სოუსისთვის:

მომზადება

გუმბაოს მომზადებას ვიწყებ სოუსით. საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ ბულიონი, შაქარი, ძმარი, სოიოს სოუსი და სიმინდის ფქვილი, კარგად მოურიეთ და ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ.

გააცხელეთ ღრმა ტაფა (ვოკი საუკეთესო ვარიანტია), ჩაასხით ზეთი და დაამატეთ პატარა, 2-3 სმ კუბებად დაჭრილი ქათმის ფილე. დაელოდეთ ვიდრე ქათამი არ გახდება ოქროსფერი, შემდეგ ამოიღეთ ჯამში და გვერდზე გადადეთ.

იგივე ჯამში, ჩაყარეთ მწვანე ხახვი, ჯინჯერი, ნიორი, წიწაკა და დაახლოებით 2 წუთი მოთშეთ. დაამატეთ მიწისთხილი და კიდევ 2 წუთი დაელოდეთ.

დააბრუნეთ ქათამი ტაფაში და დაასხით გამზადებული სოუსი, რომელიც 3-4 წუთში გადაიქცევა ბლანტ, სქელ მასად. იმ შემთხევაში, თუ სოუსი ძალიან გასქელდა, შეგიძიათ ოდნავ დაამატოთ ბულიონი. საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ კერძი მანამ, სანამ ქათამი ბოლომდე არ მომზადეება.

მოწალეთ ბრინჯი (მიყვარს ოდნავ სიმაგრე რომ აქვს), გაანაწილეთ 2 საშუალო ზომის ჯამში და ზემოდან დაასკუპეთ ცხელი გუმბაო. გემრიელად მიირთვით!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.