ჰუმუსი

12 სექ 2019 |

პირველად ჰუმუსი ძალიან ღრმა ბავშვობაში, საბერძნეთში მოგზაურობის დროს გავსინჯე. მას შემდგეგ ბევრი წელი გადის და მას ისევ ვხვდები, ოღონდ სულ სხვა კონტინენტზე - ჩრდ. ამერიკაში და დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი მეგობრობა ახლა უკვე სამუდამოა. ეს უგემრიელესი აპეტაიზერი, ე.წ ,,დიფინგი” ამერიკელების უსაყვარლესი კერძია. პიტა პურთან, ან უმ ბოსტნეულთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებში ვიტამინებით მდიდარი ჰუმუსი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჰუმუსი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ტრადიციული კერძია და დღემდე კამათობენ ,,ვისია” სინამდვილეში?! მაგრამ ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რომ ის საქართველშიც პოპულარულია და მისი მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია... და დამერწმუნეთ, უფრო გემრიელია ვიდრე სხვაგან შეძენილი.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში ვაბლენდერებთ მუხუდოს მარცვლებს. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მშრალ მუხუდოს შეიძენთ, წინა ღამით ჩაალბეთ ცივ წყალში. მუხუდოს დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და 3-4 წუთი კარგად დააბლენდერეთ. თუკი ჰუმუსი გამოვიდა ძალიან სქელი, დაამატეთ წყალი.

ვიდრე სტუმრებს გაუმასპინძლდებით, მზა ჰუმუსს მოასხთ ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ პაპრიკა. 

მიირთვით პიტა პურთან, ბოსტნეულთან, გამოიყენეთ სენდვიჩებში. მოკლედ ეს ისეთი კერძია, რომლის გაზიარებაც ძალიან გაგიჭირდებათ!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.