ინდაური ბრინჯის შიგთავსით
ინდაური თუ ამერიკელებითვის მადლიერების დღესთან ასოცირდება, საქართველოში აქტუალური ერთი თვის დაგვიანებით, ახალ წელს ხდება. ამიტომ ეს რეცეპტი მადლიერების დღიდან შემოგინახეთ. ასე რომ, თუ გინდათ თქვენი სადღესაწაულო სუფრა საინტერესო, გამორჩეული და მრავალფეროვანი იყოს, გირჩევთ მოამზადოთ food4.ge სთან ერთად! დაელოდეთ კომპლიმენტებს და შემდეგ აუცილებლად გავიზიარეთ!
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში ვიღებთ ერთ მთლიან საშუალო ზომის (სასურველია იყოს მსუქანი) გასუფთავებულ, გამოშიგნულ, შესაწვავად გამზადებულ ინდაურს.
საშუალო ზომის ქვაბში მოწალეთ ბრინჯი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბოლომდე არ მოგეხარშოს. ბრინჯი გააშრეთ, მოათავსეთ დიდ ჭურჭელში და შეურიეთ მსხვილად გახეხილი ვაშლი, ბროწეული (შტოში თუ არ გაქვთ), წიწაკა, მარილი და პილპილი გემოვნებით და როზმარინის რამდენიმე ფოთოლი. ახლა დროა სხვადასხვა ინგრედიენტებით გაჯერებული ბრინჯი მოათავსოთ ინდაურში, კარგად გატენეთ და ბოლოს შეგიძლიათ დაამატოთ ერთი მთიანი ვაშლი, რომ ბრინჯი კარგად დაფიქსირდეს.
ვიდრე ინდაურს ღუმელში მოათავსებთ, ზემოდან გადაუსვით სპეციალური სოუსი. მის მოსამზადებლად ერთმანეთში კარგად აურიეთ ზეთი, პაპრიკა, ხმელი კოწახური, ცოტა როზმარინი, უცხო სუნელი და ხმელი ქინძი.
გაითვალისწინეთ, რომ ინდაურის შეწვას ღუმელში საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. ამიტომ გთავაზობთ სქემას:
- 6 კილოიანი ინდაური - 200 გრადუს ცელსიუსზე - 3 დან 3 1/2 საათამდე.
- 8-9 კილოიანი ინდაური - 200 გრადუს ცელსიუსზე - 3 1/2 დან 4 საათამდე.
- 10 კილოიანი ინდაური - 200 გრადუს ცელსიუსზე - 4 1/2 დან 5 საათამდე.
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ინდაურის მაგივრად ბრინჯის შიგთავსი ქათამში გამოიყენოთ. თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ ახალი წელი ინდაურის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია!