ისპანახის კრემ-სუპი
ბოლო 3 თვეა, მკაცრად გადავწყვიტე, რომ ყოველ დღე უნდა მივირთვა წვნიანი. თავიდან ვიფიქრე იმაზე, რომ ოდესმე იდეები ამომეწურებოდა, მაგრამ, იცოდით, რომ 364 დღის განმავლობაში შესაძლებელია ყოველ დღე ახალი წვნიანის მომზადება? დიახ! და ველოდები იმ დღეს, როცა food4.ge ზე წვნიანების რეცეპტების რაოდენობა 365-ს მიაღწევს.
ამჯერად კი გთავაზობთ ისპანახის კრემ-სუპს. უმარტივესი, უსწრაფესი, უგემრიელესი!
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში 7 წუთით ვთუშავთ ზეთში ხახვს (არაა აუცილებელი წვრილად დაჭრა, ბოლოს მაინც დაბლენდერდება) ნიორს, ნიახურის დაჭრილ ღეროებს. ვამატებთ მარილს/პილპილს. შემდეგ ვამატებთ 2 ჭიქა ადუღებულ წყალს და ჩავამატებთ თხლად დაჭრილ კარტოფილს. ვამატებთ მარილს. 10 წუთში ვამატებთ დარიჩინს და კარგად ვურევთ. შემდეგ ვამაპტებთ ისპანახს, ვამატებთ მარილს და ვთუშავთ 10-15 წუთით.
შემდეგ ვაბლენდერებთ მთლიან მასას და ვაბრუნებთ სუპის ქვაბში. ბოლოს ვამატებთ ბულიონს ან წყალს და ვამატებთ მარილს გემოვნებით.
ამ კრემ-სუპს ძააალიან უხდება მოხარშული ხორბალი და მოხალული მზესუმზირა ან გოგრა. თან ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ჯანმრთელობას!