კარტოფილი ბოსტნეულით
თუ ხორცს არ მიირთმევთ და სადილის მომზადების იდეები ამოგეწურათ ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ. ბრინჯისა და ბისტნეულის ნაზავით მიიღებთ სამარხვო და გემრიელ კერძს.
ინგრედიენტები
მომზადება
მოხარშეთ ბრინჯი და გადაწურეთ წყალი. ამის შემდეგ ღრმა ტაფაში, მცენარეულ ზეთში მოთუშეთ ხახვი და ნიორი. ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ბოსტნეული, მოთუშეთ10 წუთის განმავლობაში და ბოლოს შეურიეთ მოხარშული ბრინჯი. არ დაგავიწყდეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ამასობაში გათლილ და გაწმენდილ კარტოფილებს გაუკეთეთ ღრმული დანით ან სპეციალური ამოსაღებით. შიგნით ჩატენეთ ბოსტნეულისა და ბრინჯის მასა და კარტოფილები შეწვით მცენარეულ ზეთში. ბოსტნეულისა და ბრინჯის ნაზავი ასევე შეგიძლიათ გადაახვიოთ სალათის ფოთლებში და კარტოფილთან ერთად მიიტანოთ სუფრაზე.