კარტოფილის კრემ-სუპი

13 ოქტ 2020 |

ერთი შეხედვით საკმაოდ მიმზიდველ ბოსტნეულის წვნიანს ჰგავს, თუმცა სულ სხვა გემო აქვს. როცა მოვამზადე და დავაგემოვნე არც კი მჯეროდა რომ ასეთი ჩვეულებრივი, მარტივი ინგრედიენტებისგან სრულიად საუცხოო წვნიანი მივიღე. მთავარია იცოდეთ რამდენიმე საიდუმლო და კერძი აუცილებლად გაამართლებს.

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭერით ხახვი, სტაფილო, ნიორი და მოთუშეთ კარაქში. მალევე დაუმატეთ ძირა, წითელი წიწაკის ფანტელები და როზმარინი. ცხიმი კარგად რომ შეერევა ბოსტნეულს და ოდნავ ოქროსფერი გახდება, დაუმატეთ ფქვილი, კარგად აურიეთ. შემდეგ დაასხით 4 ჭიქა წყალი (ან ბოსტნეულის ნახარში) დ ჩაყარეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი. კარტოფილი კარგად რომ მიიხარშება, ჩაყარეთ მარილი გემოვნებით და დაჭრილი ქინძი. სერვირების დროს მოაყარეთ წვნიანს მწვანე ხახვი და წვრილად გახეხილი ყველი ჩედარი, რომელიც წამებში ჩადნება წვნიანში და საუცხოო გემოს და სისქეს შემატებს.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.