ქათამი ბრინჯით

15 ოქტ 2019 |

ჩემს ოჯახში გემოებით თამაში გვიყვარს! სულ ძიებაში ვართ, სულ ვცდილობთ მრავალფეროვნება შევიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში, მოვიგონოთ, ვიფანტაზიოროთ, ეს კერძიც ერთ-ერთი ,,თამაშის" დროს დაიბადა! იმდენად გემრიელია, რომ როგორც ამბობენ, ,,მზესუმზირასავით" იჭმევა. ჯანჯაფილის მაგივრად ტარხუნა და სოკოც შეგიძლიათ გამოიყენოთ, უუუგემრიელესია!

ინგრედიენტები

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

პირველ რიგში ქათამს ვათავისუფლებთ ძვლებისგან. მე ვირჩევ საშუალო ზომის ქათამს. არც ძალიან დიდს და არც წიწილას. კარგ იდეას მოგაწვდით! ქათამი შუაზე გადაჭერით არა მკერდის მხარეს, არამედ ხერხემალზე და ისე გამოაცალეთ ძვლები. ხორცი ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ.

ბრინჯი ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და ნახევრად მოხარშეთ, დანარჩენი ღუმელში უნდა გააგრძელოს. ნახევრადმოხარშული ბრინჯი შეაზავეთ ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტებით და ახლა უკვე დროა ჩატენოთ ქათამში. ქათამი შეკარით სპეციალური ძაფით ან ძჩხირებით, ზევიდან გადაუსვით ზეითუნის ზეთი და გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მოაყაროთ პაპრიკაც.

ქათამი ბრინჯით გააჩერეთ ღუმელში დაახლოებით 40-45 წუთი. მალე ჯანჯაფილის, ვაშლის და ქათმის ხორცის სურნელით გაბრუვდებით. აღარაფერს ვამბობ გემოზე...


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.