ქათმის ხორცი ქარის სოუსით
რა მივირთვათ შაბათ-კვირას? თან გემრიელი, თან მარტივად მოსამზადებელი და თან რაიმე უცხო?! გირჩევთ გაამზადოთ ქათმის ფილე, ბასმატის ბრინჯი და ინდური სუნელები! თქვენს სამზადეულოში მალე საოცარი სურნელი დატრიალდება. კერძი კი იმდენად გემრიელია, რომ არასდროს იქნება საკმარისი.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში მოშუშეთ ხახვი ზეითუნის ზეთთან ერთად საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ დაჭრილი ქათამი და 5 წუთი გააჩერეთ ისე რომ არ მიიწვას. შემდეგ შეურიეთ ნიორი და ჯანჯაფილი.
დაამატეთ სუნელები, პომიდვრის წვენი, ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შეურიეთ ნაღების კრემი, მარილი, პილპილი და დაახლოებით 10 წუთი გააჩერეთ.
მზა ქათმის ქარი მიირთვით ბასმატის ბრინჯთან ერთად და არ დაგავწყდეთ ზევიდან მოაყაროთ ქინძი. ნამასტე!