ქინოას სალათა ავოკადოთი
ქინოას სალათის არაერთი ვერსია შემოგვითავაზებია ჩვენი მკითხველისთვის. თუმცა, ეს კიდევ უფრო განსხვავებულია, რადგან უგემრიელესი დრესინგით უნდა შევაზავოთ. გახსოვდეთ, ეს არის სალათა, რომელიც მაშინვე უნდა მიირთვათ, მეორე დღეს არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება და გემოვნური თვისებებიც განეიტრალებული აქვს.
ინგრედიენტები
სალათა
დრესინგი
მომზადება
პირველ რიგში მოვხარშოთ ქინოა. 1 ჭ ქინოას ვამატებთ 2 ჭ ცივ წყალს და ვადუღებთ მანამ, სანამ წყალი მთლიანად არ ამოშრება. იდეალური ქინოასთვის გაზის გათიშვის შემდეგ, სასურველია ქვაბს თავი დავახუროთ და დავტოვოთ გასაგრილებლად 1 საათი.
სალათის მომზადების პრინციპი კი იგივეა - ყველაფერს ვურევთ ერთ თასში ავოკადოსა და მოხარშული კვერცხის გარდა. ჯერ ვყრით დაჭრილ ბოსტნეულს. მათ შორის ქინძს და ისპანახს. ბოლოს ვამატებთ ქინოას, დრესინგს და ბოლოს დაჭრილ ავოკადოსა და მოხარშულ კვერცხს.