კრეპი ბანანით და შოკოლადით
თინეიჯერებს უყვართ კაფეებში მეგობრებთან ერთად გემრიელი დესერტების დაგემოვნება. თუმცა, როგორც ჩვენი სტუმარი, 16 წლის ლიზა, გვიყვება არანაკლებ მოსწონთ, როდესაც თავად ამზადებენ სახლში და მეგობრებსაც ეპატიჟებიან. გაუზიარეთ თქვენს შვილებს მარტივი რეცეპტები და დაელოდეთ მათ კულინარიულ ექპერიმენტებს, მენდეთ შედეგი ყველა ვარიანტში სასიამოვნო იქნება :)
ინგრედიენტები
კრეპის ცომი
კრეპის შოკოლადი
მომზადება
კრეპების მოსამზადებლად პირველ რიგში კვერცხი და ფქვილი კარგად აურიეთ და შემდეგ დაამატეთ წყალი და ვანილი. ტაფაზე წაუსვით მცენარეული ზეთი, კარგად გაახურეთ და დაასხით ცომი, კრეპი უნდა იყოს თხელი. დაახლოებით 1-2 წუთში გადმოაბრუნეთ და კრეპიც მზად არის.
შემდეგ მზადდება შოკოლადი, ძალიან მარტივად. ყველა ინგრედიენტს: კაკაოს ფხვნილს, შაქარს და წყალს ერთმანეთში აურევთ, საშუალო ცეცხლზე მოხარშავთ და ბოლოს ჩააგდებთ კარაქს. კრეპებზე დაალაგეთ დაჭრილი ბანანი, როგორც ამას ვიდეოში ჩვენი სტუმარი აკეთებს, კრეპი გადაკეცეთ და ზემოდან მოასხით შოკოლადი. თინეიჯერების საყვარელი კრეპი ბანანითა და შოკოლადით კეთდება მარტივად და არ სჭირდება ბევრი შაქარი.