კრევეტები ბაჟესთან, სატაცურთან და ჭვიშტართან ერთად
დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი მეგობრის, ნათია ცხადაიას რეცეპტს - ქართულ-ევროპული სამზარეულოს ნაზავს.
ინგრედიენტები
კრევეტები
ბაჟე
ჭვიშტარი
სატაცური
მომზადება
პირველ რიგში გამოვაცხოთ ჭვიშტარი. მწადის ფქვილში აურიეთ გახეხილი ყველი და დაამატეთ მინერალური (გაზიანი) წყალი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ გაზქურაში. თუ ცალკე მოამზადებთ ჭვიშტარს, დაუმატეთ მარილი, რადგან სულგუნის დამატება მოითხოვს ოდნავ მარილს, თუმცა ამ რეცეპტში, სადაც მარილიანი ბაჟე და სატაცური გვაქვს, მარილი არაა საჭირო.
შემდეგ დაბალ ცეცხლზე დაასხით ზეითუნის ზეთი და დაამატეთ დაჭრილი ნიორი. 2-3 წუთში ჩაამატეთ კრევეტები და კარგად დაბრაწეთ.
ცალკე ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ნიორი და დაამატეტ სატაცური. სატაცურის მომზადებისთვის საჭიროა 10-15 წუთი.
ბაჟესთვის კი ინგრედიენტებს ვურევთ ბლენდერში.
სერვირებისას, თეფშზე მოათავსეთ სატაცური, ჭვიშტარი, გვერდით კრევეტები, რომელსაც ზემოდან მოასხამთ ბაჟეს. გემრიელად მიირთვით!