კრევეტები ბრინჯით და ბოსტნეულით

19 სექ 2020 |

არ იფიქროთ რომ ზღვის პროდუქტების მომზადებას ვერ შეძლებთ. შესაძლოა მსგავსი კერძები შეფებს უფრო მარტივად გამოსდით, მაგრამ თუ ერთხელ სცდით მიხვდებით რომ ეს ერთ-ერთი მარტივი და რა თქმა უნდა უგემრიელესი კერძია. მთავარია სცადოთ! მაქსიმუმ 30 წუთი დაგჭირდეთ რეცეპტის სისრულეში მოსაყვანად:)

ინგრედიენტები

მომზადება

კარგად გარეცხეთ 1 ჭიქა ბრინჯი გამდინარე წყალში, დაასხით 3 ჭიქა წყალი და მოხარშეთ. წყალი რომ ადუღდება გააჩერეთ 3-4 წუთი, შემდეგ დაწრიტეთ და კარგად გააციეთ. ამასობაში დააყარეთ კრევეტებს მარილი და პილპილი და სანამ სხვა ინგრედიენტებს მოამზადებთ გააჩერეთ ჯამში. მცენარეულ ზეთში შეწვით ათქვეფილი კვერცხი, დააქუცმაცეთ და გადადეთ თეფშზე. შემდეგ შეწვით კრევეტები, ისე რომ თითო კრევეტის ერთი მხარე 1-2 წუთი გააჩეროთ ცეცხლზე. შემწვარი კრევეტებიც გადმოიტანეთ თეფშზე. ამის შემდეგ ბოსტნეულის დროა. ტაფაზე ან ვოკზე მოთუშეთ მწვანე ხახვი, სტაფილო და ბარდა. დაამატეთ ბრინჯი, სოიოს სოუსი და სეზამის ზეთი. ამის შემდეგ კვერცხი და კრევეტები. კარგად შეურიეთ ინგრედიენტები და უგემრიელესი სადილი მზად არის. აკონტროლეთ მარილი, რადგან გაითვალისწინეთ რომ სოიოს სოუსიც ხშირ შემთხვევაში ცოტათი მარილიანია.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.