კვერცხის მაფინები

26 ოქტ 2020 |

ეს რეცეპტი იდეალურია გვიანი ლანჩის მოსამზადებლად. საკმაოდ ნოყიერია, შეგიძლიათ ინგრედიენტები მოარგოთ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს და ნებისმიერ გარნირს. ასევეშეგიძლიათ მოამზადოთ იმ ინგრედიენტებით რაც სახლში მოგეპოვებათ, შედეგად კი მიიღებთ საუცხოო კერძს, რომელიც ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ.

ინგრედიენტები

მომზადება

დაბრაწეთ ლორი და დაჭერით კუბებად. ასევე დაჭერით ყველა ინგრედიენტი ისპანახის ფოთლების გარდა. ამასობაში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე, მარილი და პილპილი. მაფინების ფორმაზე გამოიყენეთ სპრეი ზეთი და გემოვნების მიხედვით გადაანაწილეთ დაჭრილი ინგრედიენტები, ოღონდ ისე რომ ფორმაში კვერცხისთვისაც დატოვოთ ადგილი. ბოლოს ინგრედიენტებს დაასხით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. 15-20 წუთი საკმარისია. მწვანე ხახვი გამოიყენთ გასაფორმებლად

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.