მანგოს სალათა
მანგოს სალათა ტკბილ-მჟავე სოუსით
თუ ტროპიკულ ქვეყნებში სამოგზაუროდ ვერ მიდიხართ, ეს სალათა მაინც სცადეთ. მენდეთ წამიერად სწორედ ტროპიკებში აღმოჩნდებით. მუდამ ვცდილობ ზაფხულში ყველასთვის საყვარელ კიტრი-პომიდვრის სალათას რაიმე ახალი შევმატო, მაგრამ მანგომ მოლოდინს გადააჭარბა.
ინგრედიენტები
სალათა
სოუსი
მომზადება
მანგო, ხახვი და პომიდორი დაჭერით გრძლად, ისე როგორც ფოტოზეა. დაჭერით ქინძიც და შეურიეთ. თუმცა ამ სალათაში ერთ-ერთი გადამწყვეტი სოუსია. 2 ჩაის კოვზ ბალზამიკოს დაასხით ამდენივე ლიმონის წვენი და მასში კარგად გახსენით შაქარი. შემდეგ დაამატეთ მარილი და პილპილი და ბოლოს ზეითუნის ზეთი. სოუსი მოასხით სალათას, აურიეთ ნაზად და გემრიელად მიირთვით!