მწვანე სალათა მოცვით
ზაფხულში, როცა ყველა ვცდილობთ ვიყოთ ფორმაში და ამავდროულად ვიკვებოთ სწორად, ვფიქრობთ სალათა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია. შეამჩნევდით ალბათ რომ ბოლო დროს განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ super food მოცვზე, გვინდა რომ ხშირად მიირთვათ, შეიყვაროთ და დაიმუხტოთ სასარგებლო მიკრო ელემენტებით. ამიტომ უარს ნუ იტყვით ამ სიამოვნებაზე და მოამზადეთ სულ სხვანაირი სალათა. ხომ გახსოვთ, როგორ გვიყვარს ერთი ინგრედიენტის დამატებით ჯადოქრობის მოხდენა :)
ინგრედიენტები
სოუსი:
მომზადება
ამ სალათას მოცვთან ერთად განსაკუთრებულ გემოს აძლევს თაფლიანი ნუშის ფანტელები. ასე რომ, გირჩევთ ეს ინგრედიენტი არ გამოტოვოთ და არ დაგეზაროთ მომზადება. პატარა ტაფაში დაადნეთ თაფლი, წამოადუღეთ და მოაყარეთ ნუში, წამოდუღებიდან 2-3 წუთი საკმარისია. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
რაც შეეხება სალათს - დაანაკუწეთ სალათის ფურცლები, მოაყარეთ კიტრი, მწვანე ხახვი, მოცვი, მარილი და პილპილი.
მოამზადეთ სოუსი, შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და კარგად მოურიეთ, რომ თაფლი გაიხსნას. მოასხით სოუსი სალათს და მოაყარეთ გაციებული ნუშის ფანტელები.
ხომ გემრიელია? :)