ორცხობილა მიწის თხილის კარაქით
მარტივია, არ სჭირდება შაქარი და ფქვილი - ეს სამი მიზეზიც კი საკმარისია რომ მომზადებას ახლავე შეუდგეთ. თუ ჯანსაღად იკვებებით და ცომეულსა და ტკბილეულს ერიდებით ეს მიდგომა ამ ორცხობილებს არ ეხება. ოთხი ინგრედიენტით ცომი მზად გაქვთ, ცხობისთვის კი სულ რაღაც 10 წუთი საკმარისია. შედეგად მიიღებთ პროტეინებით სავსე ტკბილეულს.
ინგრედიენტები
მომზადება
უბრალოდ აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთ თასში, საცხობ ფორფიტაზე გამოიყენეთ სპრეი ზეთი ან საცხობი ქაღალდი. მიღებული მასა კოვზით გადაიტანეთ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 10-15 წუთი. ამ დოზებით გამოდის 7 ცალი ორცხობილა.