პანა კოტა
ხომ არის მომენტები, როდესაც კონკრეტული კერძის გასინჯვის შემდეგ, გაჩერება არ შეგიძლია?! ჩემთვის ასეთია პანა კოტა. იტალიური წარმოშობის დესერტი მომენტალურად იპყრობს ჩვენს გულებს. პანა კოტა იდეალურია როდესაც სახლში სტუმრებს ეპატიჟებით. წარმოიდგინეთ, ვახშმის დასრულების შემდეგ მათი გაბრწყინებული თვალები, როდესაც თქვენი ხელით მომზადებული დესერტით გაუმასპინძლდებით. ვის არ ენდომება თქვენთან სტუმრობა?
ინგრედიენტები
მომზადება
აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი და ჩაასხით რძე. მოაყარეთ ჟელატინი და 5 წუთი დაელოდეთ ვიდრე ჟელატინი არ დარბილდება. შემდეგ დაადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ ( არ აადუღოთ)!!!! დაუმატეთ ნაღების კრემი, შაქარი, მარილი და ვანილის ექსტრაქტი. დაახლოებით 5 წუთი ისევ დაბალ ცეცხლზე მოურიეთ სანამ არ დადნება შაქარი(არ აადუღოთ!!!). 5 წუთი ან მეტი დაელოდეთ ვიდრე არ გაგრილდება.
საშუალო ზომის ჯამში ათქვიფეთ არაჟანი და შეურიეთ გაგრილებული კრემი. გაანაწილეთ მასა გამჭირვალე ჭიქებში და მოათავსეთ მაცივარში 4-6 საათი. სურვილისამებრ დაუმატეთ საყვარელი ხილი, ან ხილის სოუსი.