პასკა

11 აპრ 2021 |

პასკის მომზადება ჩემს ოჯახში მთელი რიტუალია: იწყება დილის 4 საათზე და სრულდება გვიან ღამე. მე სულ ერთი კითხვა მაწუხებდა, რა საჭირო იყო ასე ადრე ადგომა, როცა შეიძლებოდა გათენებულიყო და ისე დაეწყო ბებოს პასკის მზადება. მაგრამ არა! ასე გრძელდება დღემდე, იმიტომ რომ ამ პროცესს მართლაც ძალიან დიდი დრო მიაქვს. ჩემი ბებო კახეთში დიდ ე.წ. ,,ფურნაში" აცხობს სააღდგომო პასკებს და მასავით გემრიელს არ გეწყინოთ, მაგრამ ვერსად ვერავინ ამზადებს. მინდოდა რომ მისი რეცეპტით მეხელმძღვანელა, მაგრამ მივხვდი, რომ გადაღება უსასრულობაში გაიწელებოდა; რამე მარტივი ტექნოლოგიის ძიება დავიწყე და ჩემი ახლობელის დახმარებით ვიპოვე კიდეც! ბევრს შესაძლოა ეჭვი გაგიჩნდეთ, პასკის მომზადების სიმარტივეში, მაგრამ დამიჯერეთ, მძიმე, ნოტიო, გემრიელი პასკა გამოდის. დაბოლოს, მე თუ შევძელი, თქვენც აუცილებლად გამოგივათ :)

მრავალ აღდგომას დაესწარით!

ინგრედიენტები

სუნელები:

მომზადება

გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ბრენდის სუნელებს თავისი სიძლიერე აქვთ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ არც ძალიან სუსტი გამოვიდეს, და არც ძალიან მძაფრი გემო არ მიიღოთ. 


წინა საღამოს შეურიეთ რომს/არაყს სუნელები და დატოვეთ მშრალ ადგილას. 


მომზადების დღეს აურიეთ ერთმანეთში მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, საფუარი, შაქარი და მარილი. დაამატეთ რბილი კარაქი და კარგად შეურიეთ მშრალ ინგრედიენტებში მიქსერის დახმარებით. ამის შემდეგ სათითაოთ შეათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ სუნელების ნაყენი, ვანილი და ქიშმიში, ან ცუკატები. ბოლოს დაამატეთ თბილი რძე (თბილზე ოდნავ ცხელი). 


ცომი კარგად მოზილეთ და გაანაწილეთ ფორმებში. მიიღებთ ოდნავ თხელ სტრუქტურას. ფორმები ცომით შეავსეთ ნახევრამდე, შეფუთეთ და დაახლოებით 2 საათით მოათავსეთ თბილ ადგილას გასაფუებლად.


170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში (კონვექციის რეჟიმი) მოათავსეთ პასკის ფორმები და გამოაცხვეთ 45-50 წუთი. ბოლო 15-20 წუთი დაუწიეთ ტემპერატურას 150 გრადუსამდე, რომ პასკა კარგად გამოშრეს.


გააფორმეთ პასკები შაქრის ფხვნილით ან ბეზეთი. 


ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!🌸

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.