პასტა პენე სატაცურით

07 აპრ 2020 |

სატაცური ჩემი სიყვარულია! ნებისმიერ კერძს უხდება დღის ნებისმიერ მონაკვეთში: დილას - კვერცხს, ლანჩზე - სალათს თუ სადილზე - ხორცს. ამ შემთხვევაში პასტაზე შევჩერდები, თუმცა გპირდებით მომავალში კიდევ არაერთხელ გამოვიყენებთ ამ უნიკალურ ბოსტნეულს. თუ ჯერ კიდევ არ მეგობრობთ სატაცურთან, გირჩევთ აუცილებლად გაიცნოთ. მისი სეზონი მოახლოვდა!

ინგრედიენტები

მომზადება

კერძის მომზადებას ვიწყებ პასტის მოხარშვით. დიდ ქვაბში ვადუღებ წყალს, ვყრი მარილს და ვხარშავ პენეს დაახლოებით 10-12 წუთი.

პარალელურად დიდ ტაფაში (სასურველია ვოკი) ვასხამ 1 ს/კ ზეითნუს ზეთს და სატაცურს ვბრაწავ. ვამატებ მარილს და ბოსტნეულს ცოტა ხანი გვერდით გადავდებ.

იგივე ტაფაში ვასხამ კიდევ ერთ ს/კ ზეითუნის ზეთს და ვთუშავ წვრილად დაჭრილ ხახვს და ნიორს, 3 წუთი. ვამატებ ნაღების კრემს, ღვინოს, ლიმონის წვენს და ცედრას. წამოადუღეთ და დაახლოებით 5 წუთი დატოვეთ დაბალ ცეცხლზე. ამის შემდეგ დაუმატეთ მარილი, პარმეზანი და პილპილი. ცოტა ხანი კიდევ გააჩერეთ ცეცხლზე, რომ კარგად შეერწყას ინგრედიენტები ერთმანეთს და გამორთეთ ცეცხლი.

ახლა კი დროა სოუსში ჩავამატოთ პასტა, 3-4 ნაწილად დაჭრილი სატაცური და ქინძი.

მიირთვით მომზადებისთანავე და ისიამოვნეთ! სურვილისამებრ დაუმატეთ მეტი პარმეზანი და წიწაკის ფანტელები.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.