პასტა სატაცურით
ეს პერიოდი ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ხეები სულ სხვანაირი მწვანით იმოსებიან - ხასხასა და ცოცხალი ფერი აქვთ.
მწვანილის ნაირსახეობა, ხშირი წვიმებით გაწმენდილი ჰაერი და ამინდი, რომელიც გინდა მთელი წელი გაგრძელდეს. ამ სეზონის ვარსკვლავი სატაცურია, რომელიც, ალბათ, ყოველ დღე რომ იყოს მენიუში არ მომბეზრდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ უგემრიელესია და მეორეც, ეს ბოსტნეული უამრავი რეცეპტის ვარიაციის საშუალებას იძლევა. დღეს კი არჩევანი პასტაზე შევაჩერე.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მარილი, შემდეგ მოათავსეთ პასტა და დაიწყეთ მომზადება
დაჭრით სატაცური და მობრაწეთ ტაფაზე ზეითუნის ზეთში (თუ უფრო რბილი სატაცური გიყვართ, მოხარშეთ 2 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ)
დაამატეთ კარაქი და წვრილად დაჭრილი ნიორი, დაამატეთ მარილი და პილპილი და ურიეთ 2-3 წუთი.
შემდეგ გამორთეთ გაზი.
დაამატეთ ტაფაზე მოხარშული პასტა,
დაახეხეთ ლიმონის ცედრა და ცოტა მოაწურეთ კიდეც. ბოლოს დაახეხეთ პარმეზანი.
მიირთვით გემრიელად.