პატისონი ბოსტნეულით

ფეთიფენ გოგრა

10 აგვ 2020 |

პატისონი - გულგრილად ნუ ჩაუვლით მას დახლზე. გოგრას ნათესავი იდეალურია მსუბუქი კერძებისთვის, თუ დიეტაზე ხართ მითუმეტეს, მდიდარია კალიუმით. თან უნიკალური პროდუქტია, შეგიძლიათ დესერტიც კი გააკეთოთ. ამჯერად მისი მომზადების ყველაზე მარტივ ხერხს გაგიზიარებთ. ასე რომ არ შეგეშინდეთ ახალი პროდუქტების სურსათის კალათაში მოთავსება და კერძებში გამოყენება.

ინგრედიენტები

მომზადება

კარგად გარეცხეთ პატისონი, მოაცალეთ ყუნწი და დაჭერით კუბებად. ასევე დაჭერით ყაბაყი და ბადრიჯანი. ბროკოლი დაანაწევრეთ. მოხარშეთ ორთქლზე 10 წუთი. შემდეგ დაჭერით ხახვი, ნიორი და სტაფილო. კარგად მოთუშეთ ზეითუნის ზეთში. ბოლოს კი ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული შეურიეთ. გააჩერეთ სანამ საკმარისად არ დარბილდება, მარილი და პილპილი გემოვნებით.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.