რიზოტო

16 ოქტ 2019 |

იცით რამდენი ხანია მინდა მოვამზადო რიზოტო? უკვე არც მახსოვს! როგორც იქნა, ოცნება ავისრულე და თითქოს რთულად მოსამზადებელ კერძს მედგრად ,,შევეჭიდე"! სხვათა შორის, არც ისეთი რთული აღმოჩნდა.

მთავარი პრინციპია: დასაცავი - მოთმინება.

მეორე პრინციპი - ყურადღება.

და მესამე - ამ სიგემრიელის სხვებისთვის გაზიარება! საააოცრად მადისამღძვრელია!

ინგრედიენტები

მომზადება

გაითვალისწინეთ, რომ რიზოტოს მომზადებას სულ ჭირდება 15 წუთი! თუკი დიდი ხანი გააჩერებთ ცეცხლზე, ნიშნავს იმას, რომ ბრინჯი გადახარშულია. და მეორე წესი! არ მოურიოთ კოვზით როდესაც ბრინჯს შეურევთ ღვინოს და ბულიონს!

პირველ რიგში კარგად გააცხელეთ პატარა ქვაბში ბულიონი და გვერდზე გადადგით.

საშუალო ზომის ქვაბში მოთუშეთ ხახვი ზეითუნის ზეთთან ერთად. შემდეგ ჩაყარეთ სოკო და კარაქი და დაახლოებით 5-7 წუთი დაელოდეთ სოკოს დარბილებას. მოაყარეთ ბრინჯი (მშრალი) და 2 წუთი გააჩერეთ ვიდრე ცხიმს არ შეიწოვს. მოასხით ღვინო (არ დაგენანოთ, აგემრიელებს) და დაელოდეთ ამოშრობას. ბულიონის დროც დგება! დაამატეთ ერთი ჭიქა თბილი ბულიონი ბრინჯის და სოკოს მასას. მასაც ელოდებით როდის ამოშრება, ოღონდ არ მოურიოთ! ასე იმეორებთ 3-4 ჯერ. ბრინჯი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაფლავდეს, პერიოდულად გასინჯეთ ხოლმე ბრინჯის მოხარშვის დონე, აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს ოდნავი სიმაგრე გულში. როდესაც ბულიონი საბოლოოდ ამოშრება, შეურიეთ დახეხილი ყველი პარმეზანი, იმისთვის რომ უფრო გემრიელი გახსეს და მიიღოს მეტი კრემისებრი ტექსტურა. თქვენი რიზოტო მზადაა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.