სატაცურის წვნიანი
ეს კერძი მარტო მისი ფერის გამო შეგიყვარდებათ... სატაცურის წვნიანი ჩემთვის არის გაზაფხული. ესაა მსუბუქი, არომატული, საოცრად ჯანსაღი და უუუგემრიელესი კერძი, რომელიც ამ სეზონზე აუცილებლად უნდა მოამზადოთ. ხშირად გვეკითხებით ხოლმე დიეტური კერძების შესახებ, ამაზე დიეტური და ჯანსაღი არ ვიცით რა შეიძლება იყოს :)
სატაცური - დაბალკალორიული მცენარე, რომელიც მკვებავი ნივთიერებების საუკეთესო წყაროა, შეიცავს ფოლიუმს, ვიტამინებს A,C,K. არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, საუკეთესოა მათთვის, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის, რეკომენდირებულია ორსულებისთვის.
ინგრედიენტები
მომზადება
საშუალო ზომის ქვაბში მოასხით ზეითუნის ზეთი ან გაადნეთ კარაქი (თქვენ გადაწყვიტეთ). შემდეგ მოთუშეთ ნიორი და კოჭა, დაამატეთ დაჭრილი სატაცური, ნიახური და ხახვი და დააცადეთ 5 წუთი რომ დარბილდეს. ამის შემდეგ მოასხით ბოსტნეულის ბულიონი და კიდევ რამდენიმე წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. როდესაც წვნიანი ადუღდება, მთლიანი მასა მოათავსეთ ბლენდერში. კარგად დააბლენდერეთ და ისევ უკან გადაიტანეთ ქვაბში. დაუმატეთ ბოლოს ნაღები და შეაზავეთ მარილით და პილპილით.
სერვირების დროს მოაყარეთ კამა და ძალიან უხდება რამდენიმე წვეთი ლიმონი. ისიამოვნეთ!