შაკშუკა
თამარ კვარაცხელიას რეცეპტი
ამ კერძის სამშობლო ჩრდილოეთ აფრიკაა, თუმცა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ისრაელში იმდენად პოპულარულია, რომ შეიძლება ითქვას ნაციონალური კერძის დონემდეა აყვანილი. ეს კერძი ძალიან უყვართ ამერიკაშიც. მას ხშირად ნახავთ ჰიპსტერული უბნების სასადილოებში. შაკშუკა მოსამზადებლად მარტივია, სწრაფი და მრავალფეროვანი. რაც მთავარია შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე, ლანჩის დროს და სადილადაც კი.
ინგრედიენტები
მომზადება
ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და გაახურეთ. დაამატეთ დაჭრილი ხახვი, წითელი ბულგარული წიწაკა და თანაბარ ფენად გადაანაწილეთ. დატოვეთ 6 წუთი, ისე რომ არ მოურიოთ, ვიდრე ბოსტნეულს ძირები ყავისფრად არ შეუფერადდება. პირველი მორევის შემდეგ ბოსტნეულს ამჯერად 4 წუთით დატოვებთ საშუალო ტემპერატურაზე. როდესაც შეატყობთ რომ ბოსტნეული დარბილდა, დააყარეთ თხლად დაჭრილი ნიორი და დატოვეთ ტაფაზე 30 წამი, ამის შემდეგ დაამატებთ წითელ წიწაკას, ძირას და პომიდორს. ეცადეთ პომიდორი უხეშად დაჩეხოთ. ტემპერატურას დაუწიეთ და თავდახურული ტაფა 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ქურაზე. კვერცხის დამატებამდე საჭიროა ბოსტნეულში კოვზით პატარა ღრმული გააკეთოთ, რადგან კვერცხი კარგად მოთავსდეს ბოსტნეულში და ფორმა შეინარჩუნოს. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 5-8 წუთის განმავლობაში. ბოლოს კი ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი (ან ქინძი), ზეთის ხილი და ყველი.
კულინარები შაკშუკას მომზადებისას გვირჩევენ გამოვიყენოთ არა ცოცხალი პომიდორი, არამედ კონსერვი, რადგან ასეთი პომიდორი სეზონის მიუხედავად მუდამ მწიფეა და კონცენტრირებული. არჩევანი თქვენზეა!
და ბოლოს, თუ გსურთ კერძს ქართული გემო შესძინოთ შეგიძლიათ ცოტა აჯიკაც დაუმატოთ.