სტაფილოს ნამცხვრის მაფინები

22 მაი 2020 |

სტაფილოს ნამცხვრის უამრავი ვერსია არსებობს, ამჯერად ასეთი რეცეპტი ვცადე და მეტი მრავალფეროვნებისთვის ფორმაც შევცვალე - მაფინების ფორმა გამოვიყენე. ყველაზე მეტად მაფინების მომზადების დროს, კრემით მორთვის პროცესი მახალისებს, მარტო მე არა, ბავშვებსაც :)

ინგრედიენტები

კრემისთვის:

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

დიდ ჯამში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები. შემდეგ დაამატეთ ზეთი და გახეხილი სტაფილო. სილიკონის კოვზით აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. ახლა კი დროა კარგად შეათქვიფოთ მიქსერით 4 კვერცხი. თქვენი ცომი მზადაა.

მაფინის ფორმებს მოასხით კანოლას სპრეი ზეთი, ან მოათავსეთ მაფინის სპეციალური ქაღალდის ფორმები. სტაფილოს ნამცხვრის ცომი მაფინის ფორმაში ბოლომდე არ გაავსოთ, ნახევრამდე შეავსეთ, რადგან გაფუვდება საკმარისად.

გამოსაცხობათ 15-20 წუთი საკმარისია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაფინის გული შეამოწმეთ ასანთის ღერით.


რაც შეეხება კრემს, კარაქი და კრემ-ყველი გათქვიფეთ ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და ვანილი.


როდესაც მაფინები გაგრილდება, დაასკუპეთ კრემი! გემრიელ შაბათ-კვირას გისურვებთ :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.