წითელი პასტა

03 მარ 2020 |

ეს არის ყველაზე ხასხასა და წითელი კერძი რაც კი ოდესმე გამისინჯავს. პირველ რიგში მისი ფერი მიგიზიდავთ და შემდეგ აღმოაჩენთ უცნაურ და უცხო გემოს. თუ ჭარხალი დიდად არ გიყვართ თქვენ ან თქვენს შვილს ეს კერძი იდეალურია, რომ მისი გემო სხვანაირად წარმოაჩინოთ. სანაცვლოდ კი მიიღებთ ჯანსაღ და ვიტამინებით სავსე პასტას.

ინგრედიენტები

მომზადება

ჩაყარეთ მაკარონი მოსახარშად. ამასობაში კუბებად დაჭერით უკვე მოხარშული ჭარხალი და კარგად დააბლენდერეთ. შეგიძლიათ ბლენდერშივე დაამატოთ მაკარონის ნახარში წყალი, შემდეგ აურიეთ გატარებული ნიგოზი ან მთლიანი ლებნები. ამის შემდეგ ღრმა ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი, გადმოიტანეთ დაბლენდერებული მასა და აურიეთ შავი დაფქვილი წიწაკა და მარილი. პარალელურად დაამატეთ ქვაბიდან მაკრობის ნახარში წყალი, რომ სოუსი უფრო წვნიანი იყოს. ბოლოს აურიეთ მაკარონი. სერვირების დროს პასტას დაადეთ 1-2 სუფრის კოვზი ყველი რიკოტა და გასაფორმებლად მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.