ტუნას სენდვიჩი
ამერიკელების ერთ-ერთი საყვარელი სენდვიჩი დარწმუნებული ვარ მალე თქვენი ფავორიტიც გახდება. ამ კერძს ვუძღვნით ყველაზე საქმიანებს, მათ, ვისაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტად გჭირდებათ გემირელი და რაც შეიძლება ნაკლები ,,ჯანქი" საკვები. მოამზადეთ წინა დღეს ტუნას სენდვიჩი და გაიყოლეთ სამსახურში, ოღონდ გაითვალისწინეთ, თქვენი ,,ლანჩი" გარშემომყოფებისგან შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩება.
ინგრედიენტები
მომზადება
დაჭერით წვრილად ხახვი, მჟავე კიტრი, ნიახური და ყველაფერი შეურიეთ მაიონეზს(ჩვენ ყოველთვის სახლში მომზადებულ მაიონეზს ვიყენებთ), ან ავოკადოს სოუსს. მოაყარეთ პილპილი, მარილი და მოასხით ლიმონის წვენი. გახუხეთ პური და მოამზადეთ სენდვიჩები. გაუნაწილეთ სხვებსაც ;)