ვეგეტარიანული ქიში

15 ნოე 2019 |

პირველად ქიში 3 წლის წინ გავსინჯე. მანამდე საერთოდ უცნობი იყო ეს კერძი ჩემთვის. თბილისში ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა გამაცნო, როცა ერთ-ერთ კაფეში ლანჩზე შევხვდით. მახსოვს მაშინ ბეკონით გავსინჯე და ისე მომეწონა სახლშიც მოვამზადე. ბევრ რეცეპტს გავეცანი, მათ შორის ვეგეტარიანულს და მივხვდი, რომ ქიში ბეკონის გარეშე უფრო მიყვარს. მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს უმარტივესი და უგემრიელესი კერძი, რომელსაც მე საუზმეზეც მივირთმევ, ლანჩზე და ხანდახან სადილის დროსაც არ ვამბობ უარს.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში გამოიღეთ გაყინული ფენოვანი ცომი და გააჩერეთ 2 საათით ოთახის ტემპერატურაზე.

ჩართეთ გაზქურა 175 გრადუსზე და დაელოდეთ გახურებას.

ჩააფინეთ ცომი ტარტის ფორმაში, სასურველია ფორმა იყოს მაღალი, გვერდები კარგად დააფიქსირეთ საცხობი ფორმის ზედაპირზე.

პირველ რიგში ვაცხობთ ცომს, ოღონდ აქ მთავარი შემდეგი საფეხურია - ფენოვანი ცომი ცხობისას ძალიან ფუვდება. ჩვენს ეს არ გვინდა. ახლა გასწავლით ერთ-ერთ მეთოდს, როგორ უნდა გამოაცხოთ ცომი ისე, რომ არ აფუვდეს. გადააფარეთ ალუმინის ფირფიტა, დატკეპნეთ, და დააყარეთ ზემოდან მსხვილი ლობიო. ეს სიმძიმე ცომს არ მისცემს საშუალებას რომ ამოფუვდეს. შედგით გაზქურაში 20 წუთით. შემდეგ გამოიღეთ ცომი, მოაშორეთ ლობიო თავისი ალუმინის ფორმიანად (ლობიო არ გაგიფუჭდებათ, ჩვეულებრივად შეგიძლიათ მოხარშოთ) კარგად დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით უკან 10 წუთით. სანამ არ მიიღებს ოქროსფერ-ყავისფერს.

სანამ ცომი ცხვება, დაჭრით ხახვი და ნიორი წვრილად. დიდ ტაფაზე, მოთუშეთ ბოსტნეული - საშუალო ცეცხლზე დაასხით ზეთი და მასთან ერთად გაადნეთ კარაქი, დაიწყეთ ხახვის მოთუშვა 10 წუთით, შემდეგ დაამატეთ ნიორიც და 5 წუთში ისპანახი. ამ მწვანილის დაჭრა არ არის აუცილებელი, ისპანახი თუშვის დროს 10-ჯერ დაპატარავდება. გააჩერეთ კიდევ 10 წუთი ეს ყველა ინგრედიენტი და შემდეგ გამორთეთ გაზი.

ამასობაში გახეხეთ ყველი. გრუიერი ქიშისთვის იდეალური ყველია, მაგრამ თუ ვერ იშოვნით, ჩაანცვლეთ ჩედარით ან სხვა თქვენთვის საყავრელი მაგარი ყველით. გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა იყოს ძალიან მარილიანი და არც უმარილო.

ცალკე ჯამში გატეხეთ კვერცხი და ჩაამატეთ ნაღები, მარილი, პილპილი და დაახეხეთ ნიგოზი. მიღებული მასა აურიეთ და გადადეთ გვერდზე.

გამომცხვარი ცომი გამოიღეთ გაზქურიდან და პირველად ჩაამატეთ მოთუშული ხახვი, ნიორი და ისპანახი. შემდეგ მოაყარეთ ნახევარი ყველი, შემდეგ დაასხით ნაღების და კვერცხის მასა დაბოლოს ისევ მოაყარეთ დარჩენილი ყველი.

შედგით ფორმა გაზქურაში და გამოაცხვეთ 25-30 წუთი, სანამ ზედაპირი არ გახდება მოოქროსფრო და შებრაწული.

გემრიელიად მიირთვით. ოღონდ ჯერ დაელოდეთ გაგრილებას :)

ქიში მეორე დღესაც ცივ მდგომარეობაში უგემრიელესია. ასე რომ მორჩენილი კერძით მეორე დღის საუზმე-ლანჩის საზრუნავიც მოგეხსნებათ.



© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.