ველური ბრინჯი ბოსტნეულით

30 ოქტ 2020 |

პირველ რიგში, სიტყვა ,,ველური'' ნუ დაგაბნევთ. ყავისფერი ბრინჯის მონათესავეა, რომელიც ყველა დიდ სუპერმარკეტში იყიდება, ჩვენი, ადგილობრივი წარმოებისაც არის და ღირს 5 ლარამდე. ასე რომ, შემდეგში, საყიდლებზე რომ წახვალთ და ,,ველურ ბრინჯს'' მოკრავთ თვალს, არ დააიგნოროთ, პირიქით, მოკიდეთ ხელი და ჩააგდეთ კალათში. სახლში კი იდეალურად დაბალანსებულ სადილს გააკეთებთ 5 წუთში, რადგან ველური ბრინჯი სავსეა პროტეინებით. რაც მთავარია! საგრძნობლად დაბალი კალორია აქვს.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში, გარეცხეთ ველური ბრინჯი. გააჩერეთ 15 წთ გამდინარე წყალში. ველური ბრინჯის მოხარშვა მე ასეთი პროპორციით მიყვარს, 1 ჭ ბრინჯი. 3 ჭ წყალი. ვამატებ მარილს, პილპილს და 15 ვაჩერებ საშუალო ცეცხლზე. როცა წყალი ამოშრება, ვახურავ თავსახურს, ვთიშავ გაზს და ვაჩერებ 10–15 წუთი.


ამასობაში, ტაფაზე 5–5 წუთით ვთუშავ ბოსტნეულს. ჯერ ხახვს, სტაფილოს და ოხრახუშს ვყრი ერთდროულად. მარილი და პილპილი. შემდეგ ვამატებ ნიორს და წითელ ბულგარულს. სულ ესაა! მოხარშული ბრინჯი გადმომაქვს ტაფაზე და კიდევ 3 წუთი ვურევ დაბა ცეცხლზე.

სერვირებისას კი გაითვალისწინეთ, რომ ველურ ბრინჯს საოცრად უხდება მზესუმზირა. იყიდეთ გარჩეული მზესუმზირა, რომელსაც 3 წუთში მოხალავთ ტაფაზე და გემრიელი, ჯანმრთელი სადილი მზადაა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.