ამერიკული ფენქეიქები ბანანით
ფენქეიქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზმეა ამერიკაში. მისი მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, დღეს შემოგთავაზებთ ძალიან მარტივს, თუმცა ნოყიერ საუზმეს თქვენი ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. ეს არის ფენქეიქი ცოტა შაქრით, მაგრამ ბავშვების საყვარელი ხილით - ბანანით.
ინგრედიენტები
მომზადება
კარგად დავჭყლიტოთ ბანანი, დავუმატოთ ორი კვერცხი და რძე. ავურიოთ, სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას. შემდეგ მშრალი ინგრედიენტები მოვათავსოთ მეორე ჯამში, ანუ: ფქვილი, შაქარი და გამაფხვიერებელი. შემდეგ ამას დავუმატოთ უკვე გამზადებული და შერეული ბანანი, კვერცხი და რძე. მივიღებთ ერთიან, ფაფუკ ცომს. ერთი კოვზი დაასხით საშუალოდ გახურებულ ტაფაზე. ბოლოს ფენქეიქებს სურვილისამებრ შეგიძლიათ მოასხათ ნეკერჩხლის სიროფი ან თაფლი. გემრიელად მიირთვით !