ატმის ტოსტი

02 ივლ 2020 |

გვიყვარს, როდესაც სტანდარტულ კერძს არასტანდარტულს ვხდით. აი მაგალითად ეს ტოსტი... თითქმის ყოველთვის გვაქვს სახლში ნადუღი, პურზე და თაფლზე აღარ ვლაპარაკობ. ატამიც ხშირად გექნებათ, სეზონი მოვიდა. ხოდა, მოდით, ეს ყველაფერი ერთმანეთს შეახვედრეთ და გემო გაუსინჯეთ, მადლობა მერე იყოს :)

ინგრედიენტები

მომზადება

გახუხეთ პური, გადაუსვით ნადუღი ან ყველი რიკოტა. ამის შემდეგ პატარა ტაფაზე მოასხით თაფლი და დაალაგეთ ატამი. დაახლოებით 5 წუთი დააცადეთ, რომ ატამი დარბილდეს და კარგად გაუჯდეს თაფლი.

შემდეგ ატამი დაალაგეთ ტოსტის პურს და დარჩენილი თაფლი მოასხით ზემოდან.

უუუგემრიელესია!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.