ბადრიჯანი ქინძის სოუსთან ერთად
ეს სოუსი ჩემს ოჯახში თითქმის ყოველ დღე მზადდება. მარტივი, არომატებით და ვიტამინებით მდიდარი სოუსი მართლა ყველაფერს უხდება - დაწყებული სალათითი, დამთავრებული შემწვარი კარტოფილით. დღეს გადავწყვიტე ბადრიჯანი ზედმეტი ცხიმების გარეშე, უკალორიო კანოლა სპრეი ზეთის დახმარებით მომემზადებინა. კერძი ქინძის სოუსთან ერთად რამდენიმე წამში თეფშიდან გაქრა. მოამზადეთ და ნახეთ იგივე მოხდება თუ არა თქვენთანაც :)
ინგრედიენტები
მომზადება
ბადრიჯანი დავჭერი სიგრძეზე, food4.ge-ს ერთ-ერთ საცხობ ფორმაში მოვასხი კანოლას სპრეი ზეთი და მოვათავსე ბადრიჯანი, რომელსაც ზემოდან კიდევ მოვასხი კანოლა. ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი კერძი ღუმელში გამოცხვება ჯანსაღად, ზედმეტი ცხიმის გარეშე და არ მიიწვავს ფორმაზე. თუ თქვენ არ გაქვთ კანოლას სპრეი ზეთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი.
რაც შეეხება ქინძის სოუსს, ბლენდერში მოათავსეთ ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები და რამდენიმე წამი დააბლენდერეთ.
დღეს ჩემი არჩევანია ბადრიჯანი და პომიდორი ამ არაჩვეულებრივ, ზაფხულის სოუსთან ერთად. მთავარი საიდუმლო - სოუსის რეცეპტი იცით, დანარჩენი თქვენ გემოვნებაზეა :)