ბადრიჯანის ჩაშუშული
ჩვენს ოჯახში ბადრიჯანის კულტია. არ მახსენდება დღე, რომ ბადრიჯანის კერძს მეორე დღემდე მიეღწიოს - მომენტალურად ქრება! ამ ბოსტნეულის ახლებურ ვარიანტზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ თან მეშინოდა, რომ გარშემომყოფების იმედები არ გამეცრუებინა(მაინც ბადრიჯანია, რა ვიცი!) მაგრამ გავრისკე! და მინდა გითხრათ, რომ ღირდა. მეორე დღეს ჩემი ახალი კერძი მაცივარში ისევ აღარ დამხვდა :)
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში კერძის მომზადებას ვიწყებ ბადრიჯანის დაჭრით. ვჭრი პატარა კუბებად. შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზე, ან ღუმელში ზეითუნის ზეთთან ერთად. ვიდრე ბადრიჯანი მზადდება, დაჭერით ხახვი, მოასხით ტაფაზე ზეთი და დაახლოებით 4 წუთი გააჩერეთ ვიდრე არ დარბილდება, მოაყარეთ ბოლოს ძირა, პაპრიკა და ნიორი და 1 წუთი დაელოდეთ. გამორთეთ ცეცხლი და გადადეთ ხახვი გვერდზე ცოტა ხანი.
საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ პომიდორი და დაელოდეთ ვიდრე არ ადუღდება, დაუმატეთ მოხარშული მუხუდო, ხახვი და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი. ამასობაში ბადრიჯანიც მომზადდება და ისიც მოათავსეთ პომიდვრიან ქვაბში.
პატარა ქვაბში მოხარშეთ ბრინჯი. ამ კერძს ნებისმიერი ბრინჯი უხდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქინოაც.
თეფშზე ჯერ მოათავსეთ ბრინჯი და ზევიდან დაადეთ ცხელი ბადრიჯანის ჩაშუშული. მიყვარს ლიმონის ახლადგამოწურულ წვენს რომ მოვასხამ ხოლმე ამ კერძს, ძალიან უხდება. გააფორმეთ ნებისმიერი მწვანილით და გასიჯეთ, ხომ გემირელია?