ბანანის ჯანსაღი მაფინები
რამდენიმე თვის წინ, როდესაც საიტზე სტაფილოს ჯანსაღი მაფინების რეცეპტი გაგიზიარეთ, გვახსოვს ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია ჩვენს გამომწერებში. რა ჯობია დესერტს, რომელიც ხორბლის ფქვილის და შაქრის გარეშეა? ხოდა ახლაც მსგავსი რეცეპტი გვინდა შემოგთავაზოთ და იმედია რომ ბევრი თქვენგანის ფავორიტი გახდება. ამჯერად მაფინების მთავარი ინგრედიენტი ბანანია, რომელიც სასურველია რომ იყოს დარბილებული, აი ზუსტად ისეთი, დიდად რომ ვერ მიგდის გული შესაჭმელად და თან რომ გენანება გადაგდება :)
ინგრედიენტები
მომზადება
პირველი რაც დაგჭირდებათ, ესაა ბლენდერი ან ჩოპერი, რომ შვრიის ფანტელი კარგად დავფქვათ. ამის შემდეგ, ღრმა ჯამში მოათავსეთ შვრია, დარიჩინი, ვანილი, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი, მოურიეთ და ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ.
მეორე ჯამში მოათავსეთ ნუშის რძე, კვერცხი, თაფლი, დაჭყლეტილი ბანანი, ქოქოსის ზეთი და შეურიეთ ერთმანეთს, ვიდრე არ მიიღებთ ერთიან მასას.
ბოლოს მშრალი და სველი ინგრედიენტები გააერთიანოთ. იმ შემთხვევაში, თუ ცოტა თხელი გამოგივათ ცომი, შეგიძლიათ მეტი შვრიის, ან თუნდაც ჩვეულებრივი ფქვილი გამოიყენოთ რომ ცომი შეიკრას.
მაფინის ფორმებს მიაშხაპუნეთ კანოლა სპრეი ზეთი და ფორმის ნახევრამდე მოათავსეთ ცომი.
180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გააჩერეთ დაახლოებით 25-30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!