ბერძნული სალათა კუსკუსით

13 თებ 2020 |

როგორ მოვამზადოთ გათანამედროვებული ბერძნული სალათა

ხომ გახსოვთ ჩემი დარიჩინის ფუნთუშები? უზომოდ კალორიული, ერთ ცალზე 2კგ-ს რომ ვიმატებთ:)) ისიც ხომ გახსოვთ, დაბალანსებული კვების რაციონი რამდენად მნიშვნელოვანია? ანუ, თუ წინა კვირას ვჭამეთ 2 ც დარიჩინის როლი, მომდევნო კვირაში მხოლოდ სალათებზე ვართ! მე ასე ვარ და თქვენც იგივეს გირჩევთ. ნურაფერს აიკრძალავთ, უბრალოდ დააბალანსეთ. რაც შეეხება დღევანდელ რეცეპტს, ყველასთვის საყვარელი ბერძნული სალათის ჩემებურ ვერსიას გთავაზობთ.


ინგრედიენტები

სოუსი

მომზადება

სალათის სოუსი

აურიეთ ერთმანეთში წითელი ღვინის ძმარი, ზეითუნის ზეთი, ნივრის პუდრა და ორეგანო. გადადგით გვერდით. დააკვირდით, რომ ძმარი ბევრი არ მოგივიდეთ, ზედმეტად აამჟავებს სალათას.


როგორ მოვამზადოთ სალათისთვის კიტრი

კიტრის მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია თესლისგან გათავისუფლება, რომ ზედმეტმა წყალმა სალათის სიფაფუკეში ხელი არ შეგვიშალოს და ძალიან არ დაგვისველოს. გაჭერით კიტრი ოთხად და ამოაჭერით თესლი. ჰო, მე არ მიყვარს კიტრის გაფრცქვნა, მიყვარს კანის ტექსტურა, ხრაშუნა და გემრიელი.


როგორ მოვამზადოთ კუსკუსი

კუსკუსის მომზადებას ერთი მარტივი ფორმულა აქვს - 1X2 ანუ ერთი ორზე. ერთ ჭიქა კუსკუსს ვყრით ჯამში, ვამატებთ ცოტა მარილს და პილპილს და ვასხამთ 2 ჭიქა ადუღებულ წყალს. გადავდგამთ გვერდით და ვაცდით რომ კუსკუსმა თავისი საქმე გააკეთოს - შეიწოვოს წყალი, გაფართოვდეს ზომაში და გახდეს ფაფუკი ფანტელივით. დაახლოებით 15-20 წუთი საკმარისია კუსკუსის მოსამზადებლად.


როგორ მოვამზადოთ ბერძნული სალათა

ახლა დროა მივხედოთ დანარცენ ინგრედიენტებს. ორად ან ოთხად გავჭრათ ჩერი პომიდორი (გააჩნია სიდიდეს) გამოვაცალოთ კურკა ზეთისხილს. დავჭრათ კიტრი და ფეტა სასურველ ფორმებად.

ამასობაში ჩვენი კუსკუსიც გამზადდება და უნდა ჩავამატოთ ყველა ინგრედიენტი. ისეთი თანმიმდევრობით, რომ ფეტა ჩავამატოთ ბოლოს. ფეტამ შეიძლება კუსკუსი დაამძიმოს და დაასველოს, ამიტომ შეგიძლიათ ძააალიან მსუბუქად მოურიოთ. ბოლოს ამ ყველაფერს ვაწურავთ ლიმნის წვენს და მოვასხამთ სოუსს.

მიირთვით გემრიელად <3








© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.