ბოსტნეულის ნაგეთსები სოუსით
ჯანსაღი და გემრიელი სადილი ვეგეტარიანელებისთვის. იდეალურია ბავშვებისთვისაც და არა მხოლოდ მათთვის. ბოსტნეულის ნაგეთსი უხდება სხვადასხვა გარნირს, თუმცა ამჯერად მას food4.ge - ის სტუმარი მწვანე სოუსთან ერთად გვთავაზობს.
ინგრედიენტები
ბოსტნეულის ნაგეთსი
მწვანე სოუსი
მომზადება
ამ ნაგეთსისთვის თავდაპირველად გავამზადოთ ბოსტნეული. წვრილად დაჭერით ბროკოლი. შემდეგ წვრილად გახეხეთ სტაფილო და ყველი. მუხუდო დააბლენდერეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ. დაამატეთ საფანელი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ბოლოს დაამატეთ ორი კვერცხი და ისევ კარგად აურიეთ. შერეული ინგრედიენტები ამოავლეთ საფანელში და დაბრაწეთ ზეთში.
ახლა რაც შეეხება ნაგეთსების სოუსს - 3 სუფრის კოვზ არაჟანში ჩაყარეთ ქინძი და კამა. შეგიძლიათ სხვა თქვენთვის საყვარელი მწვანილიც შეურიოთ, დაამატეთ მარილი გემოვნებით და დააბლენდერეთ.