ბროწეულის და ფორთოხლის სალათა
სანამ ბროწეულის სეზონია მოასწარით და მოამზადეთ კერძები მისი დახმარებით. დღეს გთავაზობთ მსუბუქ და სეზონურ სალათას. ბროწეული გემოსთან ერთად კერძის ვიზუალსაც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. ჩემთვის ციტრუსი და ბროწეული ზამთრის საუკეთესო საჩუქარია!
ინგრედიენტები
მომზადება
აურიეთ სალათის ფოთლები და დაჭრილი მწვანე ხახვი. ფორთოხალს გააცალეთ კანი და დაჭერით კუბებად, ნიგოზი დატეხეთ მსუბუქად, აურიეთ და დააწურეთ ნახევარი ლიმნის წვენი, ბოლოს დაუმატეთ ბროწეულის მარცვალი და ზეითუნის ზეთი.