ბრუსელური კომბოსტო ნივრით

01 მარ 2020 |

ბრუსელური კომბოსტო არც თუ ისე პოპულარულია საქართველოში, არადა, ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია: მდიდარი ვიტამინებით, სასარგებლო მინერალებით, ანტიოქსიდანტებით. ჯანსაღი კვების მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვონ შანსი ამ ბოსტნეულის მომზადების. სწორედ ამიტომ გთავაზობთ food4.ge ამ გემრიელი ინგრედიენტის გამოყენებით რეცეპტების მრავალსახეობას, მათ შორისაა ესეც - ბრუსელური კომბოსტო ნივრით.

ინგრედიენტები

მომზადება

გარეცხეთ და ორად გაჭერიტ ბრუსელური კომბოსტო. ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და მოწალეთ 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და გააშრეთ.

ამასობაში გაახურეთ ღრმა ტაფა, დაასხით ზეთი (მე მიყვარს სიმინდის ზეთი) და გაჭრილი მხარით ქვემოთ შებრაწეთ ბრუსელური კომბოსტო. 3 წუთის შემდეგ ამოატრიალეთ, გააჩერეთ მეორე მხარეს 2 წუთი, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი. 1-2 წუთში გადადგით გაზქურიდან ტააფა და მოახეხეთ ლიმნის ცედრა.

გემრიელი, ჯანსაღი, სასარგებლო სტარტერი მზადაა. შეგიძლიათ მიირთვათ ხორცეულტან ან ცალკე.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.