ბრუსელური კომბოსტო ყურძნით და ბეკონით

07 ნოე 2019 |

პირველი - ბრუსელური კომბოსტო, მეორე - ყურძენი, მესამე - ბეკონი! სულ სამი ინგრედიენტია საჭირო იმისთვის, რომ ერთ ჩვეულებრივი დღე, უჩვეულოდ აქციოთ. ბოსტნეული როცა ხვდება ხილს, სასწაულები მაშინ იწყება. ყურძნის სიტკბო უფრო არომატულს ხდის კერძს და რთულია მისგან თავის დაღწევა. სულ რამდენიმე წუთი და უცებ აღმოაჩენთ რომ....თეფში ცარიელია! იჩქარეთ სანამ ყურძნის სეზონია!

ინგრედიენტები

მომზადება

ვახურებ ღუმელს 200 გრადუსსზე.

ბრუსელურ კომბოსტოს ვჭრი შუაზე და ყურძენის მთელ მარცვლებსთან ერთად ვათავსებ თუნუქის საცხობ ფირფიტაზე გაფენილ სპეციალურ ქაღალდზე. ვასხამ ზეითუნის ზეთს, ვაყრი პილპილს, მარილს, ვუმატებ დაჭრილ ნიორს და ბეგქონდარას და ხელით კარგად ვურევ ერთმანეთში. ბეკონს ვჭრი წვრილად და ყურძენთან და ბრუსელურ კომბოსტოსთან ერთად ვათავსებ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთი. როდესაც მთავარი ინგრედიენტები მომზადდება, გადმოვიღებ ყველაფერს ღრმა თეფშზე, ვასხამ ბალზამიკოს, მოვაბნევ ყველს და ნიგოზზს. ხომ საინტერესო გემოა?

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.