ჩიას პუდინგი ციტრუსით

27 იან 2020 |

ზამთარი ნიშნავს ციტრუსს! აბა წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ხილი ყველა ერთად, ერთ ჭიქაში. და როდესაც მანდარინის, ფორთოხალის და ფრეიფრუტის გემრიელი მიქსი ჩიას პუდინგის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება, მიხვდებით, რომ დილით ადრე ადგომა მხოლოდ ამ გემრიელობისთვის ღირს.

ინგრედიენტები

ჩიას პუდინგი:

ციტრუსის ,,ტოპინგი":

მომზადება

ჩიას პუდინგის მოსამზადებლად ინგრედიენტები მოათავსეთ საშუალო ზომის კონტეინერში, კარგად შეურიეთ ერთმანეთს და მინიმუმ ნახევარი საათი გააჩერეთ მაცივარში რომ კარგად გაფუვდეს ჩიას თესლი.

ამის შემდეგ გადმოიტანეთ (რამდენის მირთმევასაც აპირებთ, ბევრი ჩიას მიღება რეკომენტირებული არაა) სასურველ ჭიქაში.

ჩიას პუდინგის მომზადების შემდეგ დაჭერით ცირტუსი, მოათავსეთ საშუალო ჯამში და შეურიეთ ვანილი, დარიჩინი და ნეკერჩხლის სიროფი. გააჩერეთ ხილი ჩიას პუდინგთან ერთად ცოტა ხანი მაცივარში, რომ კარგად გაუჯდეს ერთმანეთ ინგრედიენტები.

ჭიქაში, სადაც ჩიას პუდინგს გადმოიტანთ, ზემოდან დაუმატეთ ციტრუსი. გემრიელ დილას გისურვებთ!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.