ფინიკის კანფეტები
სუსნაობა ჩემი სისუსტეა! მთელი ცხოვრებაა ამ ჩვევას ვებრძვი და როგორც იქნა ბოლო წლებია ასე თუ ისე დავარეგულირე - ჯანსაღი სასუსნავით! ეს კანფეტები ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია მაშინ, როდესაც ტკბილ გემოს ვეძებ და თან არ მინდა რომ მეორე დღეს სინდისმა შემაწუხოს. თუმცა გვახსოვდეს! ყველაფერს, მათ შორის ჯანსაღსაც სჭირდება რეგულირება. ერთი ან ორი ფინიკის კანფეტი დილას ყავასთან ან ჩაისთან ერთად კარგ ხასიათზეც დაგაყენებთ და ენერგიითაც აგავსებთ.
ინგრედიენტები
ფინიკის კანფეტები:
შოკოლადის მინანქარი ვეგანებისთვის:
შოკოლადის მინანქარი:
მომზადება
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და დაახლოებით 10-12 წუთი გააჩერეთ ნიგოზი რომ მოიხალოს.
პარალელურად პროცესორში მოატავსეთ ფინიკი, დაატრიალეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ დაუმატეთ დაფქვილი ნუში და კიდევ რამდენჯერმე დაატრიალეთ ყველაფერი სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას.
ამის შემდეგ ხელით გააკეთეთ პატარა ფინიკის ბურთები და მიეცით დისკის ფორმა. ფორმები მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე, მოათავსეთ ზემოდან 3-4 ნიგოზის კბილი და 10 წუთი გააჩერეთ საყინულეში.
ვიდრე ფინიკი საყინულეშია, მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი. აღნიშნული იგრედიენტები მოათავსეთ პატარა ჯამში და დაელოდეთ სანამ არ გადნება შაქარი და არ მიიღებთ შოკოლადის ერთიან მასას.
გამოიღეთ ფინიკის დისკები მაცივრიდან და მოასხით შოკოლადი. ცოტა ხანი გააციეთ და გემირელად მიირთვით!