ფრანგული ლობიო ნივრით და კვერცხით
ფრანგული ლობიო თავისი ნორჩი პარკით (ზედაპირით) გამოირჩევა, მდიდარია ცილით, რკინით, კალიუმითა და კალციუმით. გირჩევთ არასოდეს მოხარშოთ წყალში, ასე ყველა მინერალს დაკარგავს. ამ კერძის მომზადებისას მე ორთქლის სახარში გამოვიყენე, ისიც მხოლოდ 10 წუთით. თუმცა შეგიძლიათ ღრმა ტაფაში კარგად მოწალოთ და ოდნავ ჩახარშოთ - ეს თქვენი არჩევანია.
ინგრედიენტები
მომზადება
კარგად გარეცხილი ლობიო წყლის ადუღებიდან 7-10 წუთი გააჩერეთ ორთქლზე. შემდეგ გააციეთ და დაჭერით. ამასობაში ღრმა ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ დაჭყლეტილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი. მალევე დაამატეთ ლობიო და ნიორთან ერთად მოთუშეთ. პარალელურად ათქვიფეთ კვერცხი, მარილთან და პილპილთან ერთად და ნელ-ნელა მოასხით ლობიოს, თან ურიეთ, ისე რომ კვერცხი დანაწევრებილად შეიწვას. ბოლოს გემოვნებით დაამატეთ მსხვილი მარილი, ბალზამიკო და საზაფხულო სადილიც მზად არის.